ჩოგბურთი

12:52 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა პირველ ნომერს მოუგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა წარმატებული სტარტი აიღო ჰოლანდიურ ჰარენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარია.

მეტრეველმა პირველ წრეში პირველ ნომრად განთესილ ირლანდიელ საიმონ კარს 6:3, 6:2 სძლია, მერვედფინალში კი ძალებს ჰოლანდიელ ამადატუს ადმირაალთან მოსინჯავს.
წყვილთა შეჯიბრში მეტრეველი და არგენტინელი ხუან იგნასიო გალარზა გერმანულ დუეტს (მუშეიტესი-სეიფერტი) ვერ გაუმკლავდნენ – 2:6, 3:6.

0.114681