ფეხბურთი

20:32 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტაბიძე ტურის სიმბოლურში - ქართველი "ზენიტთან" შესანიშნავი იყო

„უფას“ ქართველი მცველი ჯემალ ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებურის თამაში Championat-მა გამოარჩია და ტურის საუკეთესო 11-ეულში შეიყვანა.

ცნობისთვის, აღნიშნული გამოცემის სიმბოლურ ნაკრებს ცნობილი მწვრთნელი ვალერი გაზაევი ადგენს. გამოცდილმა სპეციალისტმა ტაბიძის თამაში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ წინააღმდეგ შემდეგნაირად დაახასიათა:

„ერთ-ერთი მთავარი გმირი "ზენიტთან" „უფას“ სენსაციური გამარჯვების. ქართველმა მცველმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მე-7 ტურში „უფამ“ „ზენიტი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო ტაბიძემ 85 წუთი ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში შვიდივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ ტაბიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში სხვა გამოცემების ვერსიითაც მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114289