ფეხბურთი

2:02 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულის დებიუტი და გოლი საბერძნეთის სუპერლიგაში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა ბაჩანა არაბულმა. ქართველი ფორვარდის „პანიონისი“ პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ვოლოსს“ დაუხვდა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა შორის ერთადერთი გოლი კი ჩვენებურმა გაიტანა.

არაბული მოედანზე 75-ე წუთზე კონსტანტინოს დუმტსიოსის ნაცვლად გამოჩნდა და იმ დროისთვის მისი გუნდი 0:2 მარცხდებოდა. მსაჯის კომპენსირებულ მე-3 წუთზე კი ბაჩანა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულს გამოეხმაურა და თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა, თუმცა თავისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.

„პანიონისი“ პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა, რადგან 6 ქულა აქვს დაკლებული და შესაბამისად, სეზონი მინუს ქულებით დაიწყო. რაც შეეხება არაბულს, შეგახსენებთ, „პანიონისს“ მიმდინარე ზაფხულს უნგურული „პუშკაშ აკადემიიდან“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116149