ჩოგბურთი

23:57 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვალ, 19:00 საათიდან: 2 ქართველი US Open-ზე

26 აგვისტო ქართული ჩოგბურთისთვის გამორჩეული დღეა, რადგანაც დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში 2 ჩვენებური ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ღია პირველობაზე მე-17 ნომრად გახლავთ განთესილი, მარიამ ბოლქვაძემ კი მიზანს კვალიფიკაციაში 3 რაუნდის დაძლევის ხარჯზე უწია.

ხვალ, ქართველი ჩოგბურთელები კორტზე ერთდროულად, პირველ წყებაში ანუ თბილისის დროით 19:00 საათიდან გავლენ.
ბასილაშვილი მე-6 კორტზე უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს გაეჯიბრება, ბოლქვაძე კი მე-9 კორტზე ითამაშებს და მისი მეტოქე ამერიკელი ბერნარდა პერა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102269