ფეხბურთი

19:53 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძის სადებიუტო და ეფექტური გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტურში სადებიუტო გოლი გაიტანა დავით სხირტლაძემ. ქართველი ფორვარდის „არკა“ „კრაკოვიას“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა (1:3), ერთადერთი გოლი კი თანაგუნდელთა შორის ჩვენებურმა გაიტანა.

სხირტლაძე მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავი ეფექტური გოლით გამოიჩინა. ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, მცველს თავბრუ დაახვია და ძლიერი დარტყმით პრესტიჟის გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, სხირტლაძე „არკას“ მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა და ეს მისი პირველი გოლი იყო პოლონურ კარიერაში. „არკა“ კი, ჯერჯერობით მოუგებლად თამაშობს და 6 ტურის თავზე ორი ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12141