კალათბურთი

13:57 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის 7 ქულა ხორვატებთან მატჩში

იტალიურმა “ტრიესტემ”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი გიგა ჯანელიძე იცავს, პირველი წინასასეზონო მატჩი ჩაატარა და ხორვატულ “სკრლევოს” 88:67 სძლია.

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც სერია ა-ს ბინადარ კლუბს სწორედ ახალი სეზონის წინ დაუბრუნდა, ტრიესტელებს 7 ქულა შესძინა, საუკეთესო კი კავალიერო კი 14 ქულით.

აღსანიშნავია, რომ იტალიურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2 ქულით წააგო (41:43), შესვენების შემდეგ კი, ხორვატიის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს შანსი აღარ ჰქონია.
ტრიესტელები მომდევნო შეხვედრას “ტრევიზო ბასკეტთან” ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113976