ჩოგბურთი

23:59 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ციციშვილი – ბერძენი ვარსკვლავი ბასილაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა სოციალურ ქსელში ნიუ იორკში, ართურ ეშის სახელობის სტადიონზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა სახალისო მინაწერით – ციციშვილი, გვერდში კი საბერძნეთისა და საქართველოს დროშებიც მიუსვა.

ციციპასსა და ბასილაშვილს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და მათი ერთობლივი ვარჯიში გასაკვირი არ ყოფილა. 27 წლის ქართველი და 21 წლის ბერძენი ჩოგბურთელები აშშ-ს ღია პირველობისთვის ემზადებიან, რომლის ძირითადი ბადის მატჩებიც მომავალი კვირიდან აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, რომ მე-17 ნომრად განთესილი ბასილაშვილი პირველ წრეში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს გაეჯიბრება, ციციპასს კი მე-8 რეიტინგი აქვს და რუს ანდრეი რუბლიოვს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125713