ჩოგბურთი

0:15 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ ერთეულებშიც იმარჯვა

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე წარმატებით ირჯება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.

მე-8 ნომრად განთესილმა ცივაძემ იტალიელი ფრანჩესკო ბესირე 6:1, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც კანადელ დავიდ ვოლფსონს გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა თანრიგში ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც ბრიტანულ დუეტს (ჯოუნსი-მაკკინლი) გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117628