ფეხბურთი

20:05 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებურის თამაში ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

მეხუთე ტურში ვარშავის „ლეგიამ“ ლუბინის „ზაგლებიე“ 1:0 დაამარცხა და საგოლე პასი გვილიამ მიითვალა.

გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა.

0.109315