ჭიდაობა

23:02 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გობაძის გდება საუკეთესოა!

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე საუკეთესოდ ქართველი ლაშა გობაძის (82 კგ.) გდება აღიარა, რომელიც მან ნახევარფინალში ფინელ ვილი როპონენთან განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ გასული ევროპირველობა 8-14 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შედგა და მაშინ ლაშას ოქრომდე მცირედი დააკლდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა საწყის რაუნდში მოლდოველ მიჰაილ ბრადუს 5:4 სძლია, მეოთხედფინალში რუსი ალეკსანდრ კომაროვი 5:0 დაამარცხა, ხსენებულ როპონენს 4-ქულიან გდება 2-ჯერ გაუკეთა, ფინალში კი დანიის სახელით მოასპარეზე რაიბეკ ბისულთანოვთან 3:4 წააგო.

0.110562