სხვა

15:20 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისური ევროპის ჩემპიონატი იტალიამ მოიგო

თბილისში დასრულებული ევროპის 17-წლამდე წყალბურთელთა ჩემპიონატის გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა. აპენინელებმა ოქროს მედლები ესპანეთთან ჭიდილში მოიპოვეს. შეხვედრის გმირი იტალიელთა კაპიტანი ფილიპო ფერერო გახდა, რომელმაც 5 გოლი შეაგდო, მისმა გუნდმა კი 10:6 იმარჯვა.

ცნობისთვის, ნახევარფინალში იტალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქე საბერძნეთს 13:8 სძლიეს, ესპანეთმა კი უნგრეთს მოულოდნელი მარცხი აგემა – 8:5. ბრინჯაოს მედლებისთვის დაპირისპირებაში უნგრელებმა ბერძნებს 10:4 მოუგეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა თბილისის ოლიმპიურ აუზზე ჩატარებული 6-დან 2 მატჩი მოიგეს და ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულეს, რაც წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.
საბოლოოდ, ტურნირზე პოზიციები ასე გადანაწილდა:
1. იტალია, 2. ესპანეთი, 3. უნგრეთი, 4. საბერძნეთი, 5. მონტენეგრო, 6. სერბეთი, 7. გერმანია, 8. რუსეთი, 9. ხორვატია, 10. საქართველო, 11. ჰოლანდია, 12. მალტა, 13. საფრანგეთი, 14. თურქეთი, 15. რუმინეთი, 16. სლოვაკეთი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.164698