სხვა

23:43 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნებმა მორიგი რეკორდები შემოგვთავაზეს

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობა გოგონათა შორისაც გაიმართა და რამდენიმე რეკორდიც დამყარდა.

პრიზიორები სინკლერის სპეციალური სიით გამოვლინდნენ. ნათია გადელიამ 15 და 17 წლამდელთა რეკორდი აკვრასა და ორჭიდში დაამყარა. ზუგდიდის წარმომადგენელმა გოგონამ აკვრაში სარეკორდო ზღვარს – 1 კგ-ით, ხოლო ორჭიდში 3 კგ-ით გადააჭარბა.
რეკორდი დაამყარა მარიამ მაისურაძემაც. წყალტუბოელმა ძალოსანმა ატაცში 1 კილოგრამით გააუმჯობესა რეკორდი.
სარეკორდო აღმოჩნდა მარიამ მურღვლიანის ცდა ატაცშიც. ხონის წარმომადგენელმა ძალოსანმა სარეკორდო ზღვარი 3 კგ-ით გააუმჯობესა.

გოგონები:
1. მარიამ მაისურაძე (წყალტუბო) – 58, 63, 121
2. ნათია გადელია (ზუგდიდი) – 70, 90, 160
3. მარიამ მურღვლიანი (ხონი) – 60, 70, 130

ქომაგებმა რეკორდი იხილა ვაჟთა 81 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც, სადაც ლომია თებიძემ იუნიორთა შორის აკვრაში უწინდელი მიღწევა 1 კგ-ით გააუმჯობესა.

81 კგ.
1. ლომია თებიძე (აჭარა) – 140, 181, 321
2. ედუარდ კაკაბაძე (ქუთაისი) – 134, 165, 299
3. ბეგლარ სოლომონიძე (აჭარა) – 136, 162, 298

დღის ბოლოს მედლები მედალოსნები 89 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, სადაც უდავო ფავორიტად რეზი დავითაძე მიიჩნეოდა და მას გამარჯვება არ გასჭირვებია: მე-2 ადგილზე გასულ მეტიოქეს 63 (!) კგ-ით აჯობა.

89 კგ.
1. რეზი დავითაძე (თბილისი) – 165, 200, 365
2. ნოდარ კაკაბაძე (ქუთაისი) – 140, 162, 302
3. ალკაზარ გოგიტიძე (ჭარა)ა – 125, 156, 281

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.111415