სხვა

15:00 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ აუზზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მალტას 7:4 (3:2, 0:1, 2:1, 2:0) სძლია და მე-9 ადგილისთვის თამაშის უფლება მოიპოვა.

დღევანდელ შეხვედრაში დუბლის შესრულება გუნდის კაპიტანმა ლაშა ალავიძემა და ბესარიონ ახვლედიანმა შეასრულეს, თითოჯერ კი თავი ვალიკო დადვანმა, ლუკა გიორგაძემა და დავით ჩხეიძემ გამოიჩინეს.
ხვალ, ქართველი წყალბურთელები ევროპირველობაზე დასკვნით შეხვედრას ჩაატარებენ. ჩვენებურთა მეტოქე ხორვატია იქნება, რომელმაც დღეს ჰოლანდიას 14:7 სძლია.
ამ მატჩში გამარჯვებული ტურნირს მე-9 ადგილზე დაასრულებს, ათეულში მოხვედრა კი, საქართველოს ნაკრების უკვე განაღდებული აქვს, რაც წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.188339