ჭიდაობა

2:00 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო დღე ტალინში

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში მორიგმა დღემ ქართული დელეგაციისთვის წარუმატებლად ჩაიარა. ბრინჯაოს მედლისთვის 3 ჩვენებური იბრძოდა, თუმცა, მიზანს ვერცერთმა მიაღწია.

გოდერძი ძებისაშვილმა (61 კგ.) ამერიკელ გაბრიელ რობერტ ტაგთან 4:15 წააგო, მირიან მაისურაძე (86 კგ.) კანადელ ჰანტერ ჯეფრი ლისთან 2:4 დამარცხდა, ვასილ ხვისტანი (125 კგ.) კი თურქ პაშა ეკრემ კარაბულუტს ვერ გაუმკლავდა – 1:4.
ამგვარად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ერთადერთი მედალი მოიპოვა. ვერცხლი ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ.) დაისაკუთრა.

0.11856