ფეხბურთი

19:15 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძე "ვოლუნტარიში" გადავიდა

27 წლის ქართველი ფეხბურთელი, ავთანდილ ებრალიძე კარიერას რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის ბინადარ "ვოლუნტარიში" განაგრძობს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ებრალიძესთვის პირველი არაპორტუგალიური კლუბია, მას მთელი კარიერა პირინეის ნახევარკუნძულზე აქვს გატარებული.

ავთანდილს "ესპერანსა დე ლაგოსში", "ჟილ-ვისენტეში", ჟუვენტუდე ევროაში", "ოლივეირენსეში", და ბოლოს "ნასიონალში" უთამაშია.

"ვოლუნტარი", მიმდინარე რუმინეთის ჩემპიონატში, ხუთი ტურის შემდეგ ხუთი ქულთ მეცხრე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118967