ჩოგბურთი

15:05 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველის მარცხი გერმანიაში

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გერმანულ მეერბუსხში დაწყებულ ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 46 600 ევრო) ჩაება, თუმცა, პირველივე წრეში მარცხი განიცადა.

მეტრეველმა რუმინელ დრაგოშ დიმასთან სამსეტიანი ორთაბრძოლა გადაიტანა და 2:6, 6:2, 6:7 (1:7) წააგო. წყვილთა შეჯიბრში სანდრო მონაწილეობას არ იღებს.

0.147457