ძიუდო

21:55 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 7 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ნატალია ყიფშიძე (48 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი ნინო გულბანმა (70 კგ.) და სალომე მაყიშვილმა (+78 კგ.) დაისაკუთრეს.
საინტერესოა, რომ საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ჯამური შედეგებით კი, საქართველო მე-3 იყო.

0.150306