სხვა

21:10 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოციგურავეების გამარჯვება სეზონის სტარტზე

9-11 აგვისტოს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი NRW Summer Trophy 2019 ჩატარდა იუნიორი ვაჟების, გოგონების, სპორტული ცეკვებისა და სენიორთა შორის სპორტული ცეკვების კატეგორიებში. ეს, ახალ სეზონში მოციგურავეების პირველი ოფიციალური სტარტი იყო.

იუნიორთა კატეგორიაში თავისი ახალი მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინა ქართველმა სპორტულმა მოცეკვავე წყვილმა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგელობით.
სასიხარულოა, რომ ქართველებმა 7 ქვეყნის 12 წყვილს შორის ლიდერობა არავის დაუთმეს, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში პირველი ადგილი დაიმსახურეს და შესაბამისად, საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

საინტერესოა, რომ კაზაკოვამა და რევიამ მე-2 ადგილზე გასულ რუსულ დუეტს თითქმის 20 ქულით გაუსწრეს.
ქართველი მოციგურავეებისათვის დორტმუნდში გამოსვლის მთავარი მიზანი მსაჯების წინაშე ახალი პროგრამების წარდგენა და სპეციალისტების შეფასებების გათვალისწინება იყო.
სეზონის დასაწყისში, მაშინ როცა ახალი პროგრამები ჯერ კიდევ მოდიფიცირების ეტაპს გადიან, ყოველ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრამების ტექნიკური ელემენტებისა და საშემსრულებლო კომპონენტების სრულყოფის მიზნით.
იმედია, ქართველი მოციგურავეები წარმატებულ სვლას გრან-პრის პირველ ეტაპზე განაგრძობენ, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში ლატვიის დედაქალაქ რიგა უმასპინძლებს.

0.153693