ფეხბურთი

21:36 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელის ვისენტე: "მძიმე მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ კარგ ფორმაში ვიმყოფებით"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ როტერდამის „ფეიენოორდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი კარგ ფორმაშია და ხვალინდელ მატჩში 200%-ით დაიხარჯებიან.

„ვემზადებით ამ თამაშისთვის და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ფსიქოლოგიურად და ჯანმრთელად კარგად არიან ფეხბურთელები და დანარჩენს ხვალ ვნახავთ ვინ მოხვდებიან სასტარტო შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, მძიმე მატჩი იქნება, საკმაოდ სახელოვან გუნდ ვეთამაშებით. თუმცა, ჩვენ ვგრძნობთ აღმავლობას და ვეცდებით ხვალ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმის ჩვენებას და ფეხბურთელები 200%-ით დაიხარჯებიან. შესაბამისად, ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ“, - განაცხადა ვისენტემ.

შეგახსენებთ, „ფეიენოორდისა“ და „დინამოს“ მატჩი 8 აგვისტოს 21:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117104