ჩოგბურთი

9:05 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მონრეალში მეორე წრეც დაძლია

წუხელ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალში მიმდინარე COUPE ROGERS-ის ტურნირზე გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს 2:6, 6:2, 6:3 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა, სადაც ხვალ ტურნირის შარშანწინდელ გამარჯვებულს, მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-7 ადგილზე მყოფ გერმანელ ალეკსანდრ ზვერევს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ წლეულს, ჰამბურგის ტურნირზე, ბასილაშვილმა უკვე დაამარცხა ზვერევი. მანამდე კი ქართველს ორჯერ წაეგო წარმოშობით რუს ჩოგბურთელთან, 2018 წელს შანხაიში და 2015-ში მარსელში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11165