ჭიდაობა

18:32 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

წურწუმიამ ვარშავაში ოქროს მედალი მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულდა "ციალკოვსკის და, პიტლასინკის" სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიმ სადაც საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) გახდა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ჩვეულ სტილში, ეფექტური გდებებით, აშკარა უპირატესობით 8:0 მოუგო რუსეთის წარმომადგენელ ელჩინ იბრაგიმოვს.

ბრინჯაოს მედლები ლევან ქავჟარაძემ (67 კგ.), შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ.) და ლაშა გობაძემ (87 კგ.) მოიპოვეს.

0.163349