ფეხბურთი

0:30 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" ერევანში: 19 ფეხბურთელით და დანაკლისით

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ სომხეთის დედაქალაქ ერევანში 19-კაციანი შემადგენლობით მიემგზავრება.

თბილისური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ტრავმის გამო გუნდს ვაგნერ გონსალვეში ვერ დაეხმარება, ხოლო ელვინ ტერას სავიზო პრობლემა ვერ მოგვარდა და თბილისში დარჩენა მოუწევს.

ერევანში კი გიორგი ჭიაბრიშვილის შემდეგ ფეხბურთელებზე მოუწევს დაყრდნობა:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.

მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.

ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ლევან ყენია.

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე, გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე „საბურთალო“ „არარატ-არმენიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116116