ფეხბურთი

2:07 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გამარჯვების გოლი უნგრეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში ჩინებული დებიუტი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს. ქართველი ფეხბურთელის „მეზოკოვესდმა“ „ზალაეგერშეგს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ეს ერთადერთი გოლი ჩვენებურის ანგარიშზეა, რომელიც მე-20 წუთზე ჩინებულად გაისარჯა, მცველს დაასწრო და როგორც მოგვიანებით გაირკვა გამარჯვების გოლი გაიტანა. ბუდუმ აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელი „მეზოკოვედს“ ცოტა ხნის წინ ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა.

0.121434