ჭადრაკი

0:17 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული საჭადრაკო ფესტივალი ბათუმში

ბათუმში დასრულდა ტრადიციული ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი. ღონისძიების ფარგლებში 5 ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა (8, 10, 12, 14 და 20 წლამდე) ჭაბუკთა და გოგონათა შორის. სულ ფესტივალში 5 ქვეყნის (საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, სომხეთი) 120-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკე მონაწილეობდა.

8 წლამდე ბიჭები:

I ადგილი - ლევან მიქელაძე (ბათუმი, მწვრთნელი ნინო კეკელიძე) – 6 ქულა;

II ადგილი - მამუკა ბოკუჩავა (ზუგდიდი, დიმიტრი კვარაცხელია) – 6 ქულა;

III ადგილი - ალექსი ინაური (გორი, ოთარი დოლიძე) – 5,5 ქულა;

8 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ანეტა კედელიძე (ბათუმი, გია ჭანტურია) – 5 ქულა;

II ადგილი - მარიამ ნუკრაძე (გორი, ოთარი დოლიძე) – 4,5 ქულა;

III ადგილი - ანი ყალიჩავა (ქობულეთი, ა.მჟავანაძე) – 4 ქულა;

10 წლამდე ბიჭები:

I ადგილი - თენგიზ თოიძე (ოზურგეთი, ნინო წიტაიშვილი) - 6,5 ქულა;

II ადგილი - სანდრო მაქაცარია (ზუგდიდი, დიმიტრი კვარაცხელია) – 6 ქულა;

III ადგილი - ნიკა კემულარია (ზუგდიდი, დიმიტრი კვარაცხელია) – 5,5 ქულა;

10 წლამდე გოგონები:

I ადგილი - მარიამ კალანდაძე (ბათუმი) - 5 ქულა

II ადგილი - ქრისტინე ბეჭვაია (ზუგდიდი, გიორგი ბეჭვაია) - 4,5 ქულა;

III ადგილი - ლიზი ვასაძე (ოზურგეთი, ნინო წიტაიშვილი) - 3,5 ქულა;

12 წლამდე ბიჭები:

I ადგილი - იერვანდ ოჰანიანი (ერევანი, ვ.მეჯლუმიანი) – 6 ქულა;

II ადგილი - ნიკა დარსალია (ბათუმი, ლეონიდ ნეურონოვი) – 6 ქულა;

III ადგილი - გრიგოლ ბეჭვაია (ზუგდიდი, გიორგი ბეჭვაია) - 6 ქულა;

12 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ნატალი აბულაძე (ბათუმი, ჯამბულ მახარაძე) - 4 ქულა;

II ადგილი - ანა მეგრელაძე (ოზურგეთი, ელგუჯა ურუშაძე) - 4 ქულა;

III ადგილი - ანა მაჭარაშვილი (თბილისი, გიორგი მაჭარაშვილი) – 4 ქულა;

14 წლამდე ბიჭები:

I ადგილი - ზურაბ გონგლიაშვილი (გორი, ოთარი დოლიძე) – 5,5 ქულა;

II ადგილი - დავით გოცირიძე (თბილისი, გიორგი მაჭარაშვილი) – 5,5 ქულა;

III ადგილი - გოგა ლორთქიფანიძე (ბათუმი, ა.რუხაძე) – 4,5 ქულა;

14 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ეკატერინე ცივაძე (ქობულეთი, ლეონიდ ნეურონოვი) – 5,5 ქულა;

II ადგილი - თეკლე ბეჭვაია (ზუგდიდი, გიორგი ბეჭვაია) - 4 ქულა;

III ადგილი - ნინო ჟღენტი (ბათუმი, ალექსი ტერ-კარაპეტიანი) – 3,5 ქულა;

20 წლამდე ბიჭები:

I ადგილი - ირაკლი ახვლედიანი (ბათუმი, ლეონიდ ნეურონოვი) – 6,5 ქულა;

II ადგილი - დიმიტრი ჯიბუტი (ბათუმი) – 5 ქულა;

III ადგილი - გიგა გოდერძიშვილი (გორი, ოთარი დოლიძე) – 4,5 ქულა;

20 წლამდე გოგონები:

I ადგილი - სოფია ანთია (ბათუმი, სოფიკო ტერელაძე) – 4,5 ქულა;

II ადგილი - ეკატერინე ბეჭვაია (ზუგდიდი, გიორგი ბეჭვაია) - 4 ქულა;

III ადგილი - მაია ბეჭვაია (ზუგდიდი, გიორგი ბეჭვაია) - 4 ქულა;

ტურნირის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის: საჭადრაკო ვიქტორინა, ერთდროული თამაშის სეანსი და ამხანაგური მატჩები გიგანტურ ჭადრაკთან. ასევე ჩატარდა ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში, სადაც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ პირველად რეგიონში ჩატარებული საერთაშორისო ღია ტურნირების ისტორიაში, საქართველოს ფედერაციის მხარდაჭერით და საჭადრაკო ტელევიზიის პარტნიორობით, ფესტივალის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში ყოველდღიურ რეჟიმში შუქდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117438