ფეხბურთი

16:05 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის დუბლი დანიის სუპერლიგაში (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის მესამე ტურში დუბლის შესრულება მოახერხა საბა ლობჟანიძემ. ქართველი ფეხბურთელის „რანდერსი“ „ჰობროს“ ესტუმრა და ჩვენებურის დამსახურებით ქულა მოიპოვა.

მე-9 წუთზე საბა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავადვე შეასრულა და ანგარიში გახსნა.

შემდგომ „ჰობრო“ გააქტიურდა, ორი გოლი გაიტანა და დაწინაურდა. ხსენებულ გოლებს შორის „რანდერსის“ მდგომაროება დამძიმდა და მოედანზე კაცნაკლული დარჩა. თუმცა, 78-ე წუთზე ლობჟანიძემ საჯარიმოში ჩინებულად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.

ქართველი შემტევისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი გოლები იყო. „რანდერსი“ კი სამი ტურის თავზე მოუგებლად თამაშობს და 2 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126945