ჩოგბურთი

0:35 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და შაფათავა ნახევარფინალში ითამაშებენ

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ პალერმოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში გავიდა.

დღეს, ეკო და ჰოლანდიელი არანჩა რუსი იტალიელებს – ფედერიკა ბილარდოსა და დალილა სპლიტერის გაეჯიბრნენ და 7:5, 6:1 იმარჯვეს.
ქართველი და ჰოლანდიელი ჩოგბურთელები ფინალის საგზურისთვის ავსტრალიელ ელისონ ბაისა და გერმანელ ნიკოლა გეუერს ეთამაშებიან.
ასევე ნახევარფინალშია, ოღონდ, გერმანიის ქალაქ ჰორბში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) სოფო შაფათავა.
ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგში უზბეკ ალბინა ხაბიბულინასთან გახლავთ შეამხანაგებული. სოფომა და ალბინამ მეოთხედფინალში ავსტრიელი რადინა რაკიჩი და გერმანელი ჩანტალ საუვანტი 6:1, 7:6 (8:6) დაჯაბნეს და მომდევნო მატჩში მე-3 განთესვის მქონე ბოსნიურ-ხორვატულ წყვილს (ნეფისა ბერბეროვიჩი-ლეა ბოშკოვიჩი) დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116759