ჩოგბურთი

23:03 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ბოლივიელით იწყებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 885 490 ევრო) პირველ წრეში ბოლივიელ უგო დელიენს ეთამაშება.

ბასილაშვილი მე-4 ნომრადაა განთესილი, სამხრეთამერიკელი კი ძირითად ბადეში კვალიფიკაციაში მოპოვებული 2 გამარჯვების წყალობით მოხვდა. უგომ გერმანელ დანიელ მასურს 4:6, 6:2, 7:5 სძლია, რუსი ალექსეი ვატუტინი კი 7:5, 7:5 დაამარცხა.
ცნობისთვის, 27 წლის ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილზე იმყოფება, 26 წლის დელიენი მხოლოდ 94-ეა, კარიერის პიკზე (მიმდინარე წლის მარტში) კი, 74-ე საფეხურზე გახლდათ. ქართველი და ბოლივიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ შარშან ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, ზედიზედ 7 გამარჯვება იზეიმა და კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო, ამდენად, სოლიდური ქულები აქვს დასაცავი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კლასიფიკაციაში საგრძნობი უკუსვლა ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118587