ფეხბურთი

17:05 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმი ტაბიძის გოლი და ავტოგოლი "კრასნოდართან" (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ჯიმი ტაბიძის „უფამ“ „კრასნოდარს“ უმასპინძლა და დასანანი მარცხი განიცადა - 2:3.

დასანანი იმიტომ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა. მასპინძელთა ქართველი მცველი შეუცვლელად გაისარჯა და მთავარ როლში იყო - მეტოქის კარიც აიღო და საკუთარიც.

ჯიმიმ მე-40 წუთზე ოლივერ თილის კუთხურის შემდეგ გამოიჩინა თავი და საკუთარი გუნდი 2:0 დააწინაურა, მაგრამ რად გინდა, მეორე ნახევარში ყველაფერი წყალში ჩაიყარა. „კრასნოდარმა“ იუნეს ნამლისა და ტონი ვილენას გოლებით ჯერ გათანაბრება შეძლო, ხოლო 86-ე წუთზე ტაბიძემ ავტოგოლი მიითვალა და „კრასნოდარმა“ მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ „უფა“ ორი ტურის შემდეგ უქულოდ იმყოფება. რუსეთის პრემიერლიგა კი ამ დროისთვის ქართული გოლების გარეშე არ მიმდინარეობს. შეგახსენებთ, პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ და გია გრიგალავამ მოახერხეს გოლების გატანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111465