ფეხბურთი

23:34 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამომ" "ენგორდანი" მეორე მატჩშიც დაამარცხა

თბილისის "დინამომ" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ენგორდანი" სტუმრად 1:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 7:0 დააფიქსირა. პირველი მატჩის შემდეგ "დინამომ" წყვილში გამარჯვებული ფაქტობრივად გამოავლინა და მეორე შეხვედრა ფორმალობად იქცა.

ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე გავიდა, როდესაც მარჯვენა კუთხიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ ნოდარ ქავთარაძის დარტყმული მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას აბდელ მეჯუბმა დაასწრო. ქავთარაძეს შანსი ჰქონდა რამდენიმე წუთში მეკარესთან პირისპირ გასულს ტავი გამოეჩნა, მაგრამ ვერ გაიტანა.

შემდეგ ეტაპზე თბილისური გუნდი აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა სტუმრად 25 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს "დინამო" პირველ აგვისტოს ჩაატარებს.

„ენგორდანი“ (4-2-3-1): რუბიო; აგუერო, ბრიტო (ვარელა 88), რუისი, სოარეში; ფერე, სპანო; სერა, ბუჰარმა, გომესი (პეპე 87); ლაფონი (ლაბორდა 72)

„დინამო“ (4-2-3-1): პერალესი; რუხაია, მეჯუბი, კობოური, კაპლიენკო; შიშკა (ნინუა 59), ქარდავა; შულაია (ქავთარაძე 55), ზარია (კუხიანიძე 73), დაფე; კუტალია

0.121456