ფეხბურთი

20:32 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის პრემიერლიგის I ტურის ტოპ 7 გოლში ორი ქართული გოლი მოხვდა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტური ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და ორი გოლის გატანაც შეძლეს. ჯერ იყო და სეზონის პირველ მატჩში გია გრიგალავამ გამოიჩინა თავი. "არსენალის" ქართველმა მცველმა მოსკოვის "დინამოსთან" 84-ე წუთზე ყუმბარასავით გაისროლა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა (1:1).

ქულის მომტანი გოლი მიითვალა ტურის დასკვნით მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ. 18 წლის ჩვენებურმა შემტევმა ყოფილ გუნდს, მოსკოვის "ლოკომოტივს" 76-ე წუთზე თავით გაუტანა და საბოლოო ანგარიში (1:1) დააფიქსირა.

რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტური შეაჯამა და ტურის საუკეთესო შვიდი გოლი გამოარჩია. სასიამოვნოა, რომ ტოპ შვიდეულში ორივე ქართული გოლი მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114037