ფეხბურთი

18:00 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე "ბირმინგემთან" პენალტების სერიის გმირი გახდა (+VIDEO)

გიორგი მაკარიძის „ვიტორია“ ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისურ „ბირმინგემ სიტის“ გაეჯიბრა და დაუზავდა - 2:2. თავიდან ბოლომდე ითამაშა ქართველმა მეკარემ, რომელსაც გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის, მეტიც, რამდენიმე კარგი სეივიც შეასრულა.

ვინაიდან ტურნირი არამარტო ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, არამედ თასიც თამაშდებოდა, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც „ვიტორიამ“ 5:3 მოიგო. ამაში კი მაკარიძის წვლილი ძალზე დიდია - პენალტი მოიგერია, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, გიორგი სეტუბალელებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134449