ჩოგბურთი

21:00 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ფინალშია

ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები ოქსანა კალაშნიკოვა და ხეორხინა გარსია-პერეზი ფრანგულ კონტრექსვილში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) ფინალში ითამაშებენ.

დღეს, ოქსანამა და ხეორხინამ, რომელთაც პირველი განთესვა გააჩნიათ, მე-3 რეიტინგის მქონე სოფო შაფათავასა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითის დუეტს 6:3, 6:4 სძლიეს.
თუ ვინ იქნება ქართულ-ესპანური წყვილის მეტოქე ფინალში, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ნორვეგიელი ეიკერი და ჰოლანდიელი ლემოინი (მე-4 განთესვა) ყაზახ დანილინასა და ჰოლანდიელ ვაკანოს (მე-2) გაეჯიბრებიან.

Loading...
0.145922