ჩოგბურთი

19:40 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ნახევარფინალი საფრანგეთში

ფრანგულ კონტრექსვილში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ.

დღეს, პირველ ნომრად განთესილმა ოქსანა კალაშნიკოვასა და ესპანელი ხეორხინა გარსია პერეზის დუეტმა გერმანულ-ლატვიურ წყვილს (კორპაჩი-მარცინკევიჩა) 6:0, 6:2 სძლია.
შედეგად, ოქსანამა და ხეორხინამ ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც სოფო შაფათავასა და ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითს ეთამაშებიან. ამ უკანასკნელთ ფრანგულ ტურნირზე მე-3 რეიტინგი აქვთ.
სერბულ პროკუპიეში მიმდინარე 15-ათასიან შეჯიბრზე მარიამ დალაქიშვილი და მასპინძელი ტამარა მალეშევიჩი პირველი განთესვის მქონე ბოსნიურ-სლოვენიურ დუეტს (ბერბეროვიჩი-ერავეცი) ვერ გაუმკლავდნენ 3:6, 3:6.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირში დალაქიშვილი მერვედფინალშია გასული, სადაც მე-3 ნომრად განთესილ ავსტრალიელ სეონე მენდეზს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115373