ძიუდო

14:10 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუდაპეშტის გრან პრიზე 8 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ

12-14 ივლისს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ტრადიციულ გრან პრის უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 85 ქვეყნის 625 ძიუდოისტი (382 კაცი+243 ქალი) მიიღებს.

შეჯიბრში 8 ქართველი ძიუდოისტიც ჩაებმება: ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე – 90 კგ.), გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.), გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე (+100 კგ.).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104371