ფეხბურთი

21:30 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

6 თამაში, 6 გოლი - ვაკო ყაზაიშვილის ფანტასტიკური ივნისი (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ივნისის თვეში მართლაც ფანტასტიკურად გაისარჯა და „სან ხოსეს“ მაისურით ჩატარებულ 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

ვაკომ თავდაპირველად ამერიკის თასზე „საკრამენტოსთან“ დუბლი შეასრულა (4:3), ხოლო შემდეგ იმავე ტურნირზე „ლოს ანჯელესსაც“ გაუტანა (1:3). ამას მოჰყვა წარმატებული თამაში უშუალოდ MLS-ში - „ჰიუსტონ დინამოსთან“ დუბლით გამოირჩა (2:0), ხოლო ლოს ანჯელეს „გალაქსისთან“ გოლით და საგოლე პასით (3:0).

ამასთან, დაკავშირებით, „სან ხოსეს“ ვებგვერდმა ყაზაიშვილის ივნისის თვე შეაჯამ და ერთ ვიდეოში მოუყარა მის გოლებს თავის.

ცნობისთვის, გასულ კვირაში ვაკო MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.

0.149636