ფეხბურთი

21:35 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილის საგოლე გადაცემა, ელოშვილის გოლი სპარინგში (VIDEO)

გრაცის „შტურმი“ 2019-2020 წლების სეზონისთვის აქტიურად ემზადება და ამხანაგურ მატჩებსაც ატარებს. გრაცელებმა მორიგი სპარინგი ქვედალიგელ „კაპფენბერგთან“ გამართეს და გულშემატკივარმა თვალსასეირო 90 წუთი იხილა, რადგან გუნდებმა ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს.

„შტურმის“ რიგებში ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა. 21-ე წუთზე რიოშერი ჩვენებურმა მეკარეს შეატოვა და თანაგუნდელმა გარჯა დაუფასა. ოთარი მოედანზე 63-ე წუთამდე იყო და უნდა ითქვას, რომ მისი გასვლის შემდეგ გოლი აღარ გასულა.

ცნობისთვის, „კაპფენბერგის“ რიგებში ითამაშა ლევან ელოშვილმა და გოლიც გაიტანა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 55-ე წუთზე მოახერხა თავის გამოჩენა. ელოშვილს 2017 წელს საქართველს 21 წლამდე ნაკრებში ორი მატჩიც აქვს ჩატარებული. მისი გუნდი კი ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარია.

რაც შეეხება „შტურმს“, 28 ივლისს ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩი, იქამდე კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელოდება.

0.118526