ფეხბურთი

23:59 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუპატაძე "საბურთალოში" დაბრუნდა

საქართველოს ჩემპიონ „საბურთალოს“ ლაზარე კუპატაძე დაუბრუნდა. როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველმა მეკარემ სამწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

კუპატაძე გასულ სეზონში „საბურთალოს“ რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა და შემდეგ ლუქსემბურგის „იეუნესში“ განაგრძო კარიერა. თუმცა მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა, რომლის ღირსება აქამდე 92-ჯერ დაუცავს.

„საბურთალოს“ გარდა კუპატაძეს თბილისის „ლოკომოტივშიც“ უთამაშია.

0.11686