ფეხბურთი

23:55 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

ქუთაისის "ტორპედო" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა, ამჯერად თენგიზ წიქარიძემ. აღნიშნული ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

"ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა აქ მეთამაშა და ისეთი კლუბის ღირსება დამეცვა, როგორიც "ტორპედოა". ჩემს ცხოვრებაში ეს ძალიან ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები იყო.

მინდა, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა "ტორპედოს" გულშემატკივარს გადავუხადო - მათ გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი. ასევე ძალიან დიდი მადლობა კახა ჩხეტიანს და მთელ სამწვრთნელო შტაბს. და ბოლოს, ძალიან დიდი მადლობა ფეხბურთელებს - ბიჭებს, რომლებმაც ისტორია დაწერეს. ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ თქვენს გვერდით ვითამაშე და მცირედი წვლილი შევიტანე კლუბის მიერ მოპოვებულ ტიტულებში.

დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ ისტორიულ და გამორჩეულ კლუბს. დარწმუნებული ვარ, "ტორპედო" თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვის", - ციტირებს წიქარიძის სიტყვებს "ტორპედოს" ფეისბუქგვერდი.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" ფინანსური პრობლემების რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე დატოვა. წიქარიძე იმერულ გუნდში 2018 წლიდან მოყოლებული ირჯებოდა და 38 შეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა. იქამდე კი, გორის "დილას" ღირსებას იცავდა.

სტატისტიკა
0.257091