ჭიდაობა

21:19 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ელიზბარ ოდიკაძე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (97 კგ) ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველ მურაზ მჭედლიძეს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველი პერიოდი ელიზბარმა მინიმალური უპირატესობით მოიგო (1:0), ხოლო მეორე პერიოდში უპირატესობა განიმტკიცა და საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ოდიკაძემ ევროპულ თამაშებზე მეორედ მოახერხა პრიზიორობა - 4 წლის წინ ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამასობაში კი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი დაისაკუთრა - 2 ვერცხლი (გივი მაჭარაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი) და 2 ბრინჯაო (ელიზბარ ოდიკაძე და ავთანდილ კენჭაძე).

მთლიანობაში ქართული დელეგაციის მონაგარი ამ დროისთვის 24 მედალია - 6 ოქრო, 7 ვერცხლი, 11 ბრინჯაო.

Loading...
0.157744