ძიუდო

18:50 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩიაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ქართველი ძიუდოისტი ნიკა ბაჩიაშვილი (50 კგ.) პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაწყებული კადეტთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ბაჩიაშვილმა უნგრელ აკოშ ბარჩიკაის ვაზარით სძლია, რუსი ტიმურ არბუზოვი ვაზარიზე დასცა და შემდეგ იპონიც მიაყოლა, მეოთხედფინალში კი, 8 წუთის თავზე ვაზარი რუმინელ ალექსანდრუ მატეის აართვა.
ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ რომეინ ვალადიე პიკარს (საფრანგეთი) გადაეყარა და 28-ე წამზე იპონზე დაეცა, მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაში კი არიელ შულმანს (ისრაელი) ვაზარი არ ამყოფინა და იპონზე დაანარცხა.
დღესვე საქმეში კაკო ჩაფურიშვილი (50 კგ.) კოტე კაპანაძე (60 კგ.), ლოლიტა გაბუნია (44 კგ.), მარიამ ფოცხვერაშვილი და დიანა გაგოშიძე-ფილკინაც (ორივე – 48 კგ.) ვიხილეთ, თუმცა, მათ კვარცხლბეკზე ასვლა ვერცერთმა მოახერხა.
ტურნირის დარჩენილ დღეებში ტატამზე გიორგი თეთრაშვილი (66 კგ.), ალექსანდრე ლოლაძე (73 კგ.), აკაკი ჯაფარიძე (81 კგ.), თორნიკე ფოლადიშვილი, გიზო გუგუნაშვილი (ორივე – 90 კგ.), გიგა ტატიაშვილი, ირაკლი დემეტრიშვილი (ორივე +90 კგ.), მარიამ ლაფაჩიშვილი, ნინო ლოლაძე (ორივე – 52 კგ.), ნინო წიკლაური (57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და გვანცა სომხიშვილიც (+70 კგ.) გავლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113827