ჭიდაობა

15:30 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ნახევარფინალშია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გივი მაჭარაშვილმა (125 კგ.) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გააღწია.

მაჭარაშვილმა მერვედფინალში ფინელი იერე ჰეინო 10:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუმინელ რარეს ჩინტოანსაც შავი დღე აყარა – 14:3.
ნახევარფინალში გივი აზერბაიჯანელ ჯამალადინ მაგომედოვს შეერკინება, ფინალის მეორე საგზურისთვის კი რუსი ანზორ ხიზრიევი და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი იბრძოლებენ.
რეპეშაჟში გადასვლისა და ბრინჯაოს მედლები აღების შანსი აქვთ ლაშა ლომთაძეს (57 კგ.), ავთანდილ კენჭაძესა (74 კგ.) და სანდრო ამინაშვილს (86 კგ.), რომელთაც წარუმატებლობა შეემთხვათ და იმის იმედად არიან, რომ მათი გამამწარებლები ფინალების საგზურებს მოიპოვებენ.
ლომთაძემ კვალიფიკაციაში სერბ სტევან მიჩიჩთან 2:4 წააგო, კენჭაძე მეოთხედფინალში რუს ზაურბეკ სიდაკოვთან 3:5 დამარცხდა, ხოლო ამინაშვილი ამავე ეტაპზე აზერბაიჯანელ ალექსანდერ გოსტიევს ვერ გაუმკლავდა – 2:6.
ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

0.14143