ძიუდო

19:25 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორია

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. ლიპარტელიანი გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი არმან ადამიანს გაეჯიბრა, ვაზარიზე დაეცა და შემდეგ შებოჭვაზეც მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ვარლამმა ბელარუსი მიკიტა სვირიდი, მონტენეგროელი დანილო პანტიჩი და ფრანგი სირილ მარე ისე დააიპონა, სამ წუთზე მეტი არცერთ შეხვედრაში არ დასჭირვებია.

მცირე ხანში ფინალში იასპარეზებს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), რომელიც მძიმეწონოსანთა ფინალში ასევე რუს ინალ ტასოევს შეერკინება.

ვთქვათ ისიც, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაცია 18 მედლით (5 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

0.113461