ჭიდაობა

22:15 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული თამაშები: ლორიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ოძელაშვილმა და ქებაძემ - ვერცხლი

მინსკში მიმდინარე რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე სამბოში დავით ლორიაშვილმა 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. 33 წლის სპორტსმენმა ფინალში ლატვიელი ვიქტორს რესკოსი დაამარცხა.

ქალთა შორის სამბოში ნინო ოძელაშვილი ფინალში (-72კგ) ანჟელა შილინსკაიასთან დამარცხდა, ხოლო ელენე ქებაძე ანასტასია საპსაისთან ვერაფერს გახდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მიმდინარე საასპარეზო დღეს, სამბოს ნაკრებმა ორი ოქროს სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ანგარიშზე კი ჯამში ათი მედალია - სამი ოქრო, სამი ვერცხლი, ოთხი ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111582