ფეხბურთი

14:05 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი ამერიკაში (+VIDEO)

ამერიკის ღია თასის გათამაშებაში ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსე“ „ლოს ანჯელესს“ ესტუმრა და 1:3 წააგო.

თავდაპირველად ვთქვათ, რომ კაშიაც და ყაზაიშვილის სასტარტო შემადგენლობაშ მოხვდნენ და შეუცვლელად ითამაშეს. ყაზაიშვილმა კი გოლიც გაიტანა. მე-7 წუთზე ჩვენებურმა ესპინოზას გადაცემა შედეგიანი დარტყმით დაასრულა.

ვაკომ ამერიკის ღია თასზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, მოგეხსენებათ, „საკრამენტოსთან“ 9 დღის წინ დუბლი შეასრულა.

0.113455