ფეხბურთი

22:20 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: მეოთხედფინალი დაკომპლექტდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. გუშინ ოთხი მატჩი გაიმართა და მარტვილის „მერანი“, „თბილისი სითი“, „გარეჯი“ და „საბურთალო“ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, ხოლო დღეს ხსენებულ ოთხეულს „ლოკომოტივი“, თბილისის „მერანი“, „რუსთავი“ და „ტორპედო“ შეუერთდნენ.

თავდაპირველად ვთქვათ, რომ თასის მოქმედი მფლობელი „ტორპედო“ აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას და ამჯერად „გაგრა“ სტუმრად დაამარცხა. იმერლებმა თამაშის დაწყებიდან ერთი საათის თავზე თორნიკე კაპანაძისა და გრიგოლ დოლიძის გოლებით სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს და საქმე ბოლომდე კარგად მიიყვანეს. თუმცა, „გაგრამ“ იბრძოლა და საბოლოოდ, 2:3 დამარცხდა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ თელავში ადგილობრივ საფეხბურთო გუნდს ირაკლის სიხარულიძის კინკილა გოლით აჯობა და მეოთხედფინალშია. ბოლო მერვედფინალური დუელი კი რუსთავში შედგა, სადაც „რუსთავმა“ ბოლნისის „სიონს“ დამაჯერებლად აჯობა. პირველ ტაიმში ლუკა სილაგაძემ, ხოლო მეორე ნახევარში თემურ ჩოგაძემ ორი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს და გამარჯვება იზეიმეს.

და ბოლოს, მერვედფინალური ეტაპის ყველაზე ხმაურიანი სენსაციის შესახებ - თბილისის „მერანი“ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულია და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-შიც წარმატებით თამაშობს, დამაჯერებლადაა პირველ პოზიციაზე, მაგრამ „დინამო თბილისთან“ წყვილში მაინც აუტსაიდერად განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, „მერანმა“ არაფერი დათმო და დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა.

90 წუთში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რადგან გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს, რის შემდგომაც ყველაფერი დამატებით დროზე მიდგა. იქ კი, მასპინძლებმა იძალეს და 114-ე წუთზე გოგი ფიფიას ზუსტი პენალტით ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვეს.

„თელავი“ – „ლოკომოტივი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 სიხარულიძე (42)

„გაგრა“ – „ტორპედო“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 კაპანაძე (41), 0:2 დოლიძე (60), 1:2 მეტრეველი (63), 1:3 ქავთარაძე (83), 2:3 ბრეგვაძე (90, პენ)

„მერანი“ (თბილისი) – „დინამო“ (თბილისი) 1:0 დ.დ (0:0)

გოლი: 1:0 ფიფია (114, პენ)

„რუსთავი“ – „სიონი“ 2:0 (1:0

გოლები: 1:0 სილაგაძე (23), 2:0 ჩოგაძე (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119002