ჭიდაობა

11:15 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ბერძენ-რომაელების ბელარუსული განაცხადი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ოფიციალურად გამოაცხადა მეორე ევროპულ თამაშებზე დასაყენებელი შემადგენლობა. საქართველოს ნაკრები მინსკში სრული გუნდით - ექვსი სპორტსმენით გაემგზავრება.

ბერძენ-რომაელები მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებას დუშეთში გადიან. მინსკის ქართული განაცხადიდან ევროპულ თამაშებზე ჭიდაობის გამოცდილება მხოლოდ მძიმეწონოსან იაკობ ქაჯაიას აქვს, რომელიც ოთხი წლის წინ, რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ბაქო 2015-ზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვერც ერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ნაკრები

60 კგ - დავით ჩხარტიშვილი

67 კგ - შმაგი ბოლქვაძე

77 კგ - გელა ბოლქვაძე

87 კგ - რობერტ კობლიაშვილი

97 კგ - რევაზ ნადარეიშვილი

130 კგ - იაკობ ქაჯაია

0.111096