ფეხბურთი

18:12 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი: "ჩვენ უკრაინის ფეხბურთის ისტორია დავწერეთ" (+VIDEO)

ქართული წარმოშობის მქონე გიორგი წიტაიშვილი უკრაინის 20 წლამდე ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გიორგი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია და კიევის „დინამოს“ ფეხბურთელია.

წლებია უკრაინაში თამაშობს და სხვადასვა ასაკობრივი გუნდების წევრიც იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში წიტაიშვილმა სამხრეთ კორეას ულამაზესი გოლიც გაუტანა (იხ. ვიდეო), ხოლო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა და ვისაც არ სჯეროდა. მთელმა გუნდმა ეს დაიმსახურა და ჩვენ უკრაინის ისტორია, ჩვენი ფეხბურთის ისტორია დავწერეთ. მადლობა ამ ზღაპრისთვის უკრაინა. გეხვევით ყველას მხარდაჭერისთვის“, - დაწერა წიტაიშვილმა.

18 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების რიგებში 5 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. საინტერესოა, რომ უკრაინამ ტურნირზე პირველი გოლი წიტაიშვილის პასით გაიტანა, ხოლო ბოლო გოლი თავად ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135928