ფეხბურთი

19:56 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

უხვგოლიან მატჩში "ტორპედომ" "ჩიხურა" დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ქუთაისის "ტორპედომ" "ჩიხურას" 5:3 მოუგო. წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში "ტორპედომ" მატჩის ბედი საწყის 18 წუთში გადაწყვიტა, გოლები გიორგი ქიმაძემ (მე-2 და მე-7 წუთი), მიშიკო სარდალიშვილმა (ავტოგოლი) და გრიგოლ დოლიძემ გაიტანეს.

სტუმართაგან პირველ ტაიმში ერთი გოლი ბიძინა მახარობლიძემ (22) გაქვითა. მეორე ნახევარში "ჩიხურამ" სხვაობა ერთ ბურთამდე დაიყვანა, როდესაც მახარობლიძემ 61-ე წუთზე, ხოლო ლაშა ჩიკვაიძემ 64-ე წუთზე გაიტანეს გოლები. შეხვედრის ბოლოსკენ კი "ტორპედოს" მხრიდან თავი ვაჟა ტაბატაძემ გამოიძინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, ქუთაისელებმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და დროებით მესამე ადგილზე გადავიდნენ. საჩხერელებს კი ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდათ და 23 ქულით მეხუთე ადგილზე არიან.

სტატისტიკა
0.306371