ფეხბურთი

2:24 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძე: "ამ წაგებას მსაჯს ვერ დავაბრალებთ"

საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ დანიასთან (1:5) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, მსაჯზე აქცენტის გაკეთებას და მარცხის მასზე დაბრალებას აზრი არ აქვს.

„რა თქმა უნდა, უარყოფითი შეფასება მაქვს მთლიანობაში, მაგრამ რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. ძალიან დასანანია ის ანგარიში, რომელიც საბოლოოდ მივიღეთ. მსაჯი? შესაძლოა მისი შეცდომები იყო გარდამტეხი, მაგრამ მსაჯს ვერ დავაბრალებთ ამ წაგებას, თანაც აზრი არ აქვს.

ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური პრობლემა? ალბათ ორივემ იმოქმედა და ამ ფაქტორებმა განაპირობა ასეთი წაგება“, - თქვა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 4 თამაშის შემდეგ 3 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში 8 სექტემბერს, დანიასთან ჩაატარებს, ოღონდ თბილისში.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან

0.124375