სხვა

21:50 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები ფიჯის მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით მკრედდამშვენებული დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძალოსნებს ეროვნული ფედერაციის წეარმომადგენლებთან ერთად გულშემატკივრებიც დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ფიჯის დედაქალაქში საქართველოს ნაკრები 4 სპორტსმენით იყო წარდგენილი, საიდანაც ორმა, 4 მედლის მოპოვება შეძლო.
ქართულ დელეგაციას პირველი მედალი არჩილ მალაყმაძემ მოუტანა, რომელმაც ატაცის ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, ამის შემდეგ კი ფიჯიზე საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა. ირაკლი ჩხეიძე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
საქართველოს ნაკრებს ფიჯიზე ახლდა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე, ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური, ძალოსანთა ექიმ-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული და მსოფლიოს ჩემპიონატის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი.

0.151808